სტივიდორული სამუშაოები
Pace Group-ში სამი სტივიდორული კომპანიაა, რომლებიც ამუშავებენ ფოთის საზღვაო პორტის რვა ტერმინალს.
Transford LLC – დაარსდა 2010 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სტივიდორული მომსახურების გაწევის მიზნით. Transford LLC ახორციელებს ნაყარი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას და ამუშავებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოთხ ნავმისადგომს #3, 4, 6 და #15. კომპანიას ჰყავს ორი შვილობილი კომპანია, მათ შორის B&P LLC და Metalex Trans LLC. Transford LLC-ის 2013 წელს მიენიჭა ISO 9001:2008 ხარისხის სერტიფიკატი.
B&P LLC – 80%-ის მფლობელია Transford LLC, კომპანია ფოკუსირებულია შერეული & ნაყარი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვაზე და ამუშავებს სამ ნავმისადგომს #8, 9 & 10 ფოთის პორტში.
Metalex Trans LLC –52.5%-ის მფლობელია Transford LLC, კომპანია ახორციელებს ნაყარი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას პორტის ტერმინალებზე. კომპანია ამუშავებს ერთ ნავმისადგომს # 5 ფოთის პორტში.