PACE Group-მა მიიღო $50 მლნ დაფინანსება კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციისგან (OPIC) ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის განვითარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის.
OPIC-მა და PACE Group-მა ოფიციალურად გააფორმეს დაფინანსების ხელშეკრულება 2013 წლის 4 თებერვალს გამართულ ცერემონიალზე
თბილისში, სასტუმრო ბილტიმორში. მაღალი დონის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე მთავრობის და პარლამენტის სხვა წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და უცხოელი სტუმრები.
იგეგმება ახალი ულტრათანამედროვე ტერმინალის მშენებლობა. 25 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ახალი ტერმინალისთვის საჭირო იქნება ფსკერის დაღრმავება 12 მ-მდე, რის შედეგადაც პორტი შეძლებს 253 მეტრამდე სიგრძის და 50,000 ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას
დასრულების შემდეგ „PACE Terminal პროექტი“ - ეს ახალი ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტისა და ტერმინალის კომპლექსი ფოთის ახალ პორტში PACE Group-ის საპორტო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს..
ტვირთბრუნვა 2.5 მლნ ტონით გაიზრდება, რაც გააორმაგებს კომპანიის არსებულ წლიურ ტვირთბრუნვას, რომელიც 3 მლნ ტონას შეადგენს.
მომავალში, ტალღმტეხის აშენების შემდეგ პორტის ჩრდილოეთითით წყლის სიღრმე 15 მ იქნება, რის შედეგადაც ტერმინალი უფრო დიდი გემების მომსახურებას შეძლებს – 60,000 ტონამდე ტევადობის.
პროექტი ასევე განაახლებს არსებული პორტის ინფრასტრუქტურას, რომელშიც შევა თანამედროვე ჰიდრავლიკური სისტემა.
50 მილიონი დოლარის ინვესტიცია არის OPIC- ის მიერ დამტკიცებული ყველაზე მსხვილი სესხი ერთი კონკრეტული პროექტისთვის საქართველოში და მთელი კავკასიის რეგიონში. პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. ინვესტიციის პირველი ეტაპი მოიცავს $93 მლნ, აქედან $50 მლნ დაფინანსდება OPIC-ის მიერ.
PACE Terminal პროექტის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ ტერმინალი გადაიქცევა უნიკალურ და ძლიერ საზღვაო ინფრასტრუქტურად, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის საკუთარი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის გზაზე.
გაუმჯობესებული პორტი სავაჭრო შესაძლებლობებს გაზრდის ქვეყნისთვის, რომელიც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო რგოლია. პროექტი შექმნის მუდმივ და ადგილობრივ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.